რეზონანსი
09.07.2023

მიშა სააკაშვილის ყოფილი ცოლი სანდრა რულოვსი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ირკვევა, რომ შეიძლება სამუშაოდ უკრაინაში წავიდეს.

„ერთ კორპუსში ვასწავლი, მეორეში ვსწავლობ… ხანდახან ხდება ხოლმე, სტუდენტების სათქმელს ვეუბნები ლექტორს. ნიკუშა რომ დაამთავრებს სკოლას, მე დავამთავრებ ბაკალავრს. ედუარდი მაგისტრატურას ასრულებს.

უკვე ვიწყებ სტაჟირებას. ძალიან მინდა ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობა. როდესაც ადამიანი ამ დიაგნოზის შესახებ იგებს, თითქმის შეუძლებელია, რომ მას დეპრესია, ან შფოთვა არ დაემართოს.

შანსია უკრაინაშიც ვიმუშაო ფსიქოლოგად, რა თქმა უნდა, დროებით, ნამდვილად არ ვტოვებ ამ ქვეყანას”, – საუბრობს სანდრა რულოვსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×