რეზონანსი
09.07.2023

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ყოფილი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის უდანაშაულო პატიმარია, რომელიც უნდა გათავისუფლდეს.

„საბერძნეთში ერთად რომ ვიყავით, მას შემდეგ არ მინახავს. მინდა, დაველოდო [მიშასთან] შეხვედრას, ვიდრე გათავისუფლდება და სხვა დროსა და ვითარებაში ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი… არის უდანაშაულო პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს.

მისი ასეთ ვითარებაში ყოფნა, ჩვენთვის, მთელი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია. სასამართლო დღეს დამოუკიდებელი არ არის. უნდა გაძლიერდეს ზეწოლა, რათა ხელისუფლებას პირადი შურისძიების აქტი არ გამოუვიდეს”, – საუბრობს სანდრა რულოვსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×