რეზონანსი
07.07.2023

ღია შეკრებების სივრცე „ლისი ვანდერლენდი- ს" და შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი- ს" თანამფლობელებს შორის უთანხმოება 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდი- ს" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს" ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალი-ს" გამო წარმოიშვა.

აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, ბიზნესმენ გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე" ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.

მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას.

ინფორმაციისთვის, შპს „თბილისის იპოდრომი-ს" 16.5% წილის მფლობელად ფიქსირდება ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი -ს" 100% წილის მფლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×