რეზონანსი
03.07.2023

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

„ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება!

საოცრებები წავიკითხე ჭკვიანი ხალხის ავტორობით: "ჭ" კლასის ტურნირია ეს under21 და რატომ არ უნდა დაესვენა, რატომ გაერისკა ტრავმითო.

ჯერ ერთი, არ არის "ჭ" კლასის ტურნირი ( ოლიმპიადაზე გასვლა "ჭ" კლასია?); თუმცა რომც იყოს, მთავარი ტურნირის კლასი და რეიტინგი კი არ იყო, არამედ ის, რას როგორ აღიქვამდა უამრავი მწარე დამარცხებით გათანგული, ორი ბრწყინვალე მატჩით გახარებული ქართველი ხალხი - როგორც იმედის ნაპერწკალს.

ჰო, იმ 20-21 წლის ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც ლამის გული ამოიგლიჯეს და მოედანზე დადეს ორ თამაშში; თუმცა გადამწყვეტ მატჩში კლასი არ ეყოთ....მაღალი კლასის ფეხბურთელი დააკლდათ", - წერს გამცემლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×