
პარასკევს 30 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა - პრემიერის მთავარი გზავნილები შეეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ძირითად პოლიტიკურ კურსს, ეკონომიკასა და ტურიზმს. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, მიმდინარე წლის განავლობაში, სხვადასხვა ასპექტში საქართველოს დაწინაურების კოეფიციენტები დაასახელა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.
„მოგეხსენებათ, კარგად, რომ ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა.
„მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნება" შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცენდენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა.
„რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. მისი თქმით, უკრაინაში ომი დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის
„დიდი პატივია ჩემთვის, წარმოვიდგინოთ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. კარგად მოგეხსენებათ, რომ საგანგაშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუაობა.
„უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური.
„ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება" -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
როგორც პრემიერმა პარლამენტრში წლიური მოხსენებისას განაცხადა, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს - უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას 2024 წლისთვის.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას, ვამუშავებთ ორ ვარიანტს-ერთი ეს არის არსებულის გაფართოება, თუმცა, ამ ვარიანტს უფრო მეტი მინუსი აქვს. გვაქვს მეორე ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია.
„საუბარია, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორებისა და კომპანიების შერჩევა. გვინდა, სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ. მანამდე პროექტირებას დასჭირდება დრო" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა ამ წლის დასაწყისში, რის შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ქვეყანას ჰქონდა 1,5% ინფლაცია და მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც 2 წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია.
„2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა, ბიუჯეტის დეფიციტი 9,3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3,1 პროცენტამდე. რეკორდულად მცირე, 2-წლიან პერიოდში შემცირდა. მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული ლიმიტი 3 პროცენტია. წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2,8 პროცენტზე.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც იყო შარშან, ჯერ პანდემიის დროს, პოსტპანდემიურ პერიოდი, ომის დაწყებიდან, ეს იყო მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა. ინფლაცია გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის და ჯერ კიდევ რჩება ერთერთ მთავარ გამოწვევად. ინფლაციასთან საბრძოლველად რიგმა ძლიერმა ეკონომიკებმა სერიოზული ზომები მიიღეს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც, რომელიც წელს დაიწყება
„ანაკლიის პორტის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს. მთავრობის დაფინანსებით. 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა" - თქვა ღარიბაშვილმა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე.
„უმუშევრობის დონე, პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს 17,3%-ს მიაღწია. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად-70 0000-ით გაიზარდა და 1 271 000 შეადგინა.
„უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული, იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე-15,6%-მდე ჩამოვიდა და წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული" -განაცხადა ღარიბაშვილმა
პრემიერმა ასევე თქვა, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა,
მთავრობის მეთაურის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა.
„რეკორდულ მაჩვენებელს -2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, დაინერგა ინოვაციური მიდგომები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი და მრავალმილიარდიანი კორპორაციები. შარშან, ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
„გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107,6%-ით გადააჭარბა და 3,5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.
„თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, ზრდამ 182,5% შეადგინა. წელს არა მხოლოდ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგად, რეკორდული მოცულობის შემოსავალს ველით ტურიზმის ინდუსტრიიდან: პირველი კვარტლის მდგომარეობით 1,2 მილიონ სართაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მიღებული შემოსავალი არის რეკორდული პირველ კვარტალში, თითქმის 800 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 38%-იანი მატებაა. საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს,რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 6 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლებთ და ქვეყანა ელოდება დაახლოებით, 4,5 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც 2019 წელთან მიმართებაში 134% მატებაა"-განაცხადა ღარიბაშვილმა
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს არ მიანიჭებენ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს, ეს ევროკავშირის მხრიდან მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება. პრემიერის თქმით, საქართველოს თითქმის ყველა, ევროკავშირის 11 რეკომენდაცია შესრულებული აქვს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად, ხმამაღლა თქვეს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მოგვისმენია. ეს, შეიძლება ითქვას, ნიშნავს რეალურად, ჩვენი გუნდის მუშაობის ძალიან დიდ მიღწევას და დაფასებას, რომელსაც, რა თქმა უნდა, სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანი შემდეგი ეტაპებისთვის"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით „გლობალური ომის" პარტიას სურდა კვლავ გაენაგურებინა საქართველო. მაგრამ ხელისუფლებამ თავიდანვე ღიად თქვა, რომ არ გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.
„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირებას. ოკუპაცია, მოგეხსენებათ, არის გამოწვევა, რომელიც მემკვიდრეობით, ჩვენს ხელისუფლებას დახვდა 2012 წელს.
„შედარებისთვის, მინდა საზოგადოებას გავახსენო - აგვისტოს ომის შემდეგ არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ არ დაგვიინიცირებია კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად - ვგულისხმობ სანქციებს. ეს ადამიანები (ოპოზიცია) სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების.
„გახსოვთ, რამხელა კამპანია აწარმოეს. უნდოდათ ომის მიღწევა „მეორე ფრონტის" გახნა და ქვეყნის განადგურება. ამ უპასუხისმფებლო „ომის პარტიას უნდოდა როგორც ერთხელ გაანადგურა ქვეყანა, ისე გაენადგურებინათ მეორედ. თავიდანვე საჯაროდ და ღიად ვთქვით, რომ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს.
„ამ პოლიტიკას დავიცავთ და ვერავინ შეგვაცვლევინებს. ჩვენს ქვეყანას რაც სჭირდება, მხოლოდ იმ პოლიტიკას განვახორციელებთ. ხოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველობის პერიოდში გატარებულ პოლიტიკას რომ გადავხედოთ, ეს არის რეალურად სუვერენული დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ჩვენი ნაბიჯებით, რეალურად დღითი-დღე განვამტკიცებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. სანქციების დაწესება, რაღაც შეზღუდვების შემოტანა, ვაჭრობის, ეკონომიკის ჩაკეტვა და ა.შ იქნებოდა უპასუხისმგებლობა" - აღნიშნა პრემიერმა
პრემიერმა ასევე თქვა რომ თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად, რეკომენდაციების შესრულებისთვის ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია" რომელსაც არ სურს „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„წარმოგიდგენიათ რამხელა ღალატია ჩვენი ხალხისა და ეროვნული ინტერესების?! ჩვენ ველით გონივრულ, ბრძნულ გადაწყვეტილებას. ერთერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება.
პოლარიზაციის შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სტატუსის მინიჭება. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებულები, რომ შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი. ამ ხელმოცარული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ევროპული პერსპექტივა, ევროპული დღის წესრიგი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.