
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართველი მომღერლები: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია და ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, მათ სოსო პავლიაშვილთან ერთად "სამშობლო" შეასრულეს.
"ჩვენებური უცნაურობის შესაშური სურათ-ხატია რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გავრცელებული სიახლე: "ქართველი მომღერლები მოსკოვში მღერიან. გუშინ." განა რამე გლობალურს ცვლის მათი ეს სიმღერა, მაგრამ მე მგონია, რომ ცხოვრება დიდწილად უნებლიე სიმბოლურ აქტებს ეფუძნება - რაღა მაინცდამაინც გუშინ და რაღა მაინცდამაინც... მოდი, აღარ გავაგრძელებ: ყოველთვის ვცდილობდი, პერსონალური ლაფისგან ამერიდებინა ნებისმიერი ადამიანი, შეცდომის გამოსწორების შანსის მიცემის მიზნით.
ოთხოზორია რომ მოგვიკლეს, მაშინ დავწერე: ,,გადმოგვირბენენ - მოგვიკლავენ. გადავირბენთ - ვუმღერებთ".
დღეს კი, როგორც არასდროს - მკაფიო არჩევანია გასაკეთებელი. მკაფიო და ზუსტი.
p.s. ზოგი ამბობს, ძველი კადრებიაო და ძველი როდინდელი? აგვისტოს ომამდე ჩაიწერა? აფხაზეთამდე? თუ 21 წლის ოკუპაციამდე", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე