
ბოლო დღეებში გახშირებულმა წვიმებმა და ტემპერატურის დაცემამ ბევრი შეაწუხა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ "ამბებთან" ვრცელი პროგნოზი გააკეთა:
"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება... 23 ივნისამდე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა იკლებს. 24 ივნისიდან ნელ-ნელა გამოიდარებს, 25 და 26 ივნისს ჩვენ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მცირე ნალექის შესაძლებლობას.
27 ივნისამდე კარგი ამინდი გვექნება, 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 28-29 ივნისს კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც.
ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება. ანუ ის რაც ახლა ხდება, არაფერი უჩვეულო არ არის. კი ბატონო გვქონია ნაკლებად ნალექიანი ივნისი, უფრო მეტად ნალექიანიც, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი გვაქვს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება ნალექიანი პერიოდები... თუმცა მაღალ ტემპერატურებს, უნალექო დღეებსაც უნდა ველოდოთ", - განაცხადა ნიორაძემ.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე