რეზონანსი
14.06.2023

საქართველო-საფრანგეთის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და პატარა ლილეს მიერ ონკოლოგიური დაავადების დამარცხების შესახებ წერს.

"ლილემ სიმსივნე დაამარცხა გმირულად!

ორი წლის წინ, როდესაც მის შესახებ შემატყობინეს, ის  4 წლის იყო. მშობლებს ეშინოდათ, რომ მისი დაუძლურებული ჯანმრთელობა, ვეღარ გაუძლებდა მკურნალობის ხანგრძლივ პროცესს. ჯიუტად ვუმეორებდი მათ - ლილე შესძლებს. ლილე გაიმარჯვებს!

ჰოდა, ლილემ გაიმარჯვა!

ორ კვირაში ჩაეხუტება ბებიას და მის საყვარელ პუდელ მიმის, რომელიც 7 თვის დატოვა თბილისში. ლილე ყოველ შეხვედრაზე მახსენებდა რომ წამოსვლისას პირობა მისცა, აუცილებლად დაბრუნდებოდა მასთან.

ლილე სიტყვის ქალია.

თქვა და შესარულა", - წერს სულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×