რეზონანსი
10.06.2023

თბილისში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე 27 წლის მარიტა მაზიაშვილი თოკით გაგუდა. სასტიკი დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული იგი 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილია.

გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში ის ხმოვანი შეტყობინებები გასაჯაროვდა, რომელსაც ბრალდებული მოკლულის დედას უგზავნიდა.

„გამოვედით, გამოვატასევთ როგორც ადრე პროსტა. იქიდან რომ წამოვედით ერთად ვართ, ჩანს კამერებში, გოგო"

„კორპუსის გვერდზე დავტოვე, როგორც ადრე"

„გამოჩნდება, ან სამსახურშია ან სადმე"

„ცოცხალია გოგო"

„მაინც მე მედავებიან შენ გააქრეო, ბიჭო მე რა შუაში ვარ. ვიცინოდი, მეკაიფებ-თქო"? - ეს ხმოვანი შეტყობინებები მეუღლის სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე საათში ნიკოლოზ ლაჩაშვილიმა მეუღლის დას გაუზგავნა და არწმუნებდა, რომ მან მარიტა კორპუსის სადარბაზოსთან დატოვა ცოცხალი და უვნებელი.

მარიტას ემიგრანტი დედა, შვილის მკვლელობის შემდეგ იტალიიდან 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა.

მისი ვარაუდით, ყოფილმა სიძემ მარიტა მოატყუა და წინასწარ ჰქონდა მისი მოკვლა დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×