
ქობულეთში ავარიას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა. მანქანა ხიდის ჯებირს შეეჯახა. ბექა ირემაძე კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„საავადმყოფოსთან ვცხოვრობ, დილის 7 საათზე განწირულმა კივილმა გამაღვიძა. დედა ისეთი სიტყვებით ტიროდა, მკვდარი შვილის ნახვას ითხოვდა...
ოჯახმა ერთადერთი ბიჭი დაკარგა, სამყარომ კი რიგითი ჯარისკაცი…
ეს მოურჩენელი ტრაგედიაა, რომელმაც ყველა გააშეშა და დაადუმა! ახლა სიტყვები უბრალოდ ზედმეტია! ვინ იფიქრებდა, ყველაზე მოღიმარი და ხალისიანი ბიჭი დღეს აღარ გვეყოლებოდა“, - წერენ სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე