ია აბულაშვილი
07.06.2023

ოპოზიცია ბოლო პერიოდში გააქტიურდა, ჯერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ალაპარაკდა, ახლა კი პოლიტიკური პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოდის. "ნაციონალები" კოლეგა ოპოზიციონერებს საკუთარი ქოლგის ქვეშ ეპატიჟება. ენმ-ის ლიდერმა 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანება ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე შესთავაზა, იმ მოტივით, რომ "ივანიშივლის დამარცხების გასაღები" მხოლოდ "ნაცმოძრაობას" აქვსო.

ლევან ხაბეიშივლის ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, თქვეს, რომ "ნაციონალური მოძარობა" ახლა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამ ტონით ისაუბროს. თანამშრომლობაზე თითქოს უარს არ ამბობენ, მაგრამ არც მათი "ბატონობა" უნდათ.

"ლევან ხაბეიშვილს უთქვამს, "ნაციონალურ მოძრაობას" გვაქვს "ოცნების" დამარცხების გასაღებიო და სხვები, ბოდიში და თუ "შეგვეიენებით" გახეირებთო. ხომ შემოიკრიბეთ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ჰქენით მერე, დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილების გასაღები "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. "ოცნება" უნდა წავიდეს, "ნაციონალები" არ უნდა მოვიდნენ" - ესაა ახალი მთავარი ეროვნული ამოცანა"- აცხადებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშუილი.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გამორიცხავს "ლელო". პატიის ლილერები მიიჩნევენ, რომ არასწორი ტაქტიკა იქნება "ნაციონალურ მოძრაობასთან" სხვა ყველა პოლიტიკური ძალა ერთად დაგეს და ისევ იმ პოლარიზებულ გარემოში წავიდნენ. პარტიის პოლიტსაბჭო აცხადებს, რომ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს, თუცმა "ნაციონალური მოძარობა" აქ ვერ იქნებაო.

"ქართული ოცნების" დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება. მნიშვნელოვანია, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რათა ორხელისუფლებიანობა დაიმსხვრეს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთი პროევროპული პარტიების ერთობის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება, რომ ეს ორპოლუსიანობა დაამსხვრიოს.

"იმუშაოს იმ ელექტორატთან, რომელიც არ აპირებს ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". გაერთიანება საჭიროა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე"- აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

"ლელოს" მიზიდულობის ცენტრის შექმნის ინიციატივაც მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიებისთვის. გახარიას პარტიაში მიიჩნევენ, რომ, როცა არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, მიზიდულობის ცენტრზე საუბარი არაადეკვტურია.

" ჯერ მოვისმინეთ ხაბეიშვილის ზღაპრები, ახალა "ლელოს" წინასაწარ მოგონილ ზღაპრებს ვისმენთ. ჯერ არავინ იცის, რა და როგორ განვითარდება მოვლენები პოლიტიკურ ველზე. მიზიდულობის ცენტრზე საუბარი, საბოლოო ჯამში, მივა საერთო სიის გაკეთებისკენ. კატეგიორიულად გამოვრიცხავთ ჩვენ საერთო სიების შექმნას"- აცხადებს გახარიას პარტიის წევრი ბექა ლილუაშვილი.

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კი "ლელოს" ურჩევს, რომ პარტიები დააფინანსოს და ის საქმე არ აკეთოს, რომელიც არ გამოსდის. "მათ სხვა საქმე გამოსდით კარგად ფულის შოვნა და ის ხალხი უნდა დააფინანსონ, ვისაც პოლიტიკის კეთება გამოსდით მათზე უკეთ. გაერთიანება იმის გამო, რომ ვიღაც მესამე ძალად მიიჩნევს საკუთარ თავს, მათთან ერთად ყოფნა ჩვენი სტილი არ არის"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

"ოცნებაში" კი დარწმუნებული არიან, რომ "ლელოს" არ აქვს ის რესურსი შექმნას ფლანგი, რომელიც გააწონასწორებს "ნაციონალურ მოძრაობას".

ოპოზიციის ახალ პოლიტიკურ კონსტრუქციას სკეპტიკურად უყურებენ ანალიტსიკოსები. პოლიტოლოგ რამაზ საყვრელიძის თქმით, ოპოზიციის ბოლო განცხადებები კრიტიკას ვეღრ უძლებს.

"განცხადებაა ის, რასაც პოლიტიკური წონა აქვს. ოპოზიცია კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. სერიოზული რეაქცია ოპოზიციის განცხადბებზე აღარ მაქვს. კაცმა თქვა, რომ "ოცნების" დასამარცხებელი გასაღები მე მაქვსო. თუ შენ გაქვს, მაშინ გააღე კარი, სტუმრებს რად იწვევ.

"ახლა ეს განცხადება "ნაციონალების გარეშე", როცა ყველა გამოკითხვით, "ნაციონალური მოძარობა" ოპოზიციაში არის ყველაზე წინ. ფაქტია, რომ არ აქვთ რეალობის გრძნობა, არ აქვთ ლოგიკა, დასკვნებს ვერ აკეთებენ, გაუგაბარი მოქმედებების გამო ხალხს არ მიაჩნია, რომ ეს ოპოზიცია მოიყვანოს ხელისუფლებაში.

"ქართულ პოლიტიკაში ამ გაერთიანებებს თუ თავს დაანებებენ, უპრიანი იქნება, არ არის გაერთიანება ყოველთვის მომგებიანი. არჩევნებამდე იმედენი დროა წინ, რომ 9 პარასკევი ამოტივტივდება"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ახალი სტრუქტურის ძიებაშია, როგორმე მოსახლეობის ხმები მიიღოს.

"მაღალი ბარიერი რომ ყოფილიყო, პარლამენტში შევიდოდა მხოლოდ "ოცნება" და "ნაციონალური მოძარობა". 2020 წლის არჩევნებში სააკაშვილმა შეძლო 30 ადგილის აღება, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად 24 ადგილი. ადრე არ დაუწყია ოპოზციას მზადება გაერთიანებისთვის, საორგანიზაციო საკითხებია მოსაგვარებელი და საზოგადოებასაც არ მოსწონს არჩევნების წინ გადახტომ-გადმოხტმა.

"საქართველოში კლასიკური პოლიტიკური პარტია არ არის, ეს არის პოლიტიკური დაჯგუფებები, როგორც ფეოდალურ ხანაში იყო. მამუკა ხაზარაძეს თავისი დაჯგუფება ჰყავს, სხვა პარტიებს თავისი. ეს "ლიდერები" არ არიან თანახმა, რომ ხებეიშვილს ეახლონ და მის პირობებს დათანხმდნენ. ხედავენ, რომ თვითნაც არ არიან, 5%-ის ამღები, მაგრამ ვერც იმ ორთქმავალს ხედავენ, რომელსაც აეკიდება და შეიყვანს პარლამენტში.

"მაგალითად, ასეთს როგორიც 2003-ში იყო მიშა, რომელისაც კონკურენციას ვერ გაუწევდნენ, ამიტომ, დახარეს თავი ჟვანიამ და ბურჯანაძემ და შევიდნენ "ნაცმოძრაობაში", ეს იყო პოლიტიკური კაპიტულაცია. დღეს ასეთი სიტუაცია არ არის, ამიტომ მიდის კონფიგურაციის ძებნა, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახვინებთ" -განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×