რეზონანსი
05.06.2023

ოჯახი ალექსანდრე ლომიძეს ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი ოთხი დღეა გაუჩინარდა. ის ბოლოს თბილისში, მოსკოვის გამზირზე ნახეს.

"მიშველეთ, ემიგრანტი ვარ ესპანეთიდან, ჩემი ძმა ცოცხალი მაპოვნინეთ, სიცოცხლე აღარ მინდა, გული მისკდება, ყველა დღე მგონია, რომ იპოვიან და გამოჩნდება.

30 მაისიდან ონტაქტზე აღარ გამოსულა 1981 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ალექსანდრე ლომიძე.. ეძებენ ოჯახის წევრები, ნათესავები, თუმცა უშედეგოდ..თუ ვინმეს გეცნოთ, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ.

ლომიძე მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს და მისი კვალი სწორედ იქიდან იკარგება. ოჯახის ინფორმაციით, იმავე დღეს მიმართეს პოლიციას.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ახლობლებს ტელეფონის ნომერზე - 599886166

არ ვიცი, რა დავწერო, ისიც არ ვიცი, სად ხარ და წაიკითხავ თუ არა ამ პოსტს, ღმერთს ვთხოვ მშვიდობა გქონდეს და კარგად იყო. მეტი აღარ შემიძლია ძამი, მეოთხე დღეა უშედეგოდ გეძებთ, გასკდა გული ამდენი ნერვიულობით. ნუ გამწირავ ასე! საქართველოში რო ვიყო, შენ თავს ვფიცავარ, ფეხით დავივლი ყველა კუთხე-კუნჭულს. გემუდარები, თუ ამას წაიკითხავ, გამოჩნდი. ყველა ნერვიულობს და განიცდის შენს ასეთ გაუჩინარებას.

ვლოცულობთ ცოცხალი და უვნებელი იყოს. ემიგრანტის ძმა გაუჩინარდა. ვარ ემიგრანტი. საქართველოში კერძოდ თბილისში ცხოვრობს ჩემი ძმა, ოთხშაბათს გავიდა საცხოვრებელი ბინიდან და იმის მერე არავის არ უნახავს. ბატონო, შოთო ძალიან გთხოვ, იქნებ როგორმე დამეხმაროთ. ბოდიში, რო შეგაწუხეთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის ციტირებს, - ახლობელს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×