ია აბულაშვილი
24.08.2022

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის სამომავალო გეგმებთან დაკავშირებთი აცხადებს, რომ ოპოზიცია მანამდე ვერ დალაგდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, კეროდ მისი ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს გადაწყვტილებას თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, სწორედ ეს გაუკრკვევლობა ზრდის დაბნეულობის ხარისხს ოპოზიციაში და მის ელექტორატში.

ოპოზიციას, რომელიც „ცხელ შემოდგომას“ აანონსებს, ამ დრომდე სამოქმედო გეგმა საზოგადოებითვის არ წარუდგენია. ლიდერთა მხრიდან ისმის მხოლოდ განცხადებები ბოიკოტთან, დაუმორჩილებლობასთან და ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ამასთან, მათგანვე კეთდება მინიშნებები, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

„ოპოზიციაში არის ერთი ძლიერი პოლიტიკური პარტია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიას ელექტორატის პრობლემა არ აქვს, პოლიტიკური წონა კი განისაზღვრება ელექტორატით. ამიტომ ამ მოცემულობაში „ნაცმოძრაობამ“ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რას აპირებს, დანარჩენი პარტიები კი უნდა ჩამოყალიბდენენ არიან თუ არა „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ამ პროცესში. ამაზე თუ ჩამოყალიბდებიან, ოპოზიცია იქნება მეტნაკლებად დალაგებული.

„შეიძლება „ნაცმოძრაობას“ აწყოდეს ეს გაურკვევლობა - ხან ბოიკოტს იტყვიან, ხან დაუმორჩილებლობას - და არ აწყობდეს დიდი კოალიციური გაერთიანება, რადგნან 2024 წლამდე დიდი დროა.  

„დღეის მოცემულობით ფაქტი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის ბრძოლა პირველობისთვის. ამ პარტიის ერთიანობას თუ დაშლას დღეს ისევ სააკაშვილის ფაქტორი განსაზღვრავს. „ოცნებაში“ თუ არის არაფორმალური მმარველობა, იგივე არაფორმალური მმართველობაა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ვიდრე სააკავშილი ამ პარტიის ლიდერია, სხვები დამოუკიდებლად გადაწყვტილებას ვერ მიიღებენ.

„როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღება უჭირს თავად სააკაშვილს. ალბათ კიდევ ეძებს გზებს ხელისუფლებასთან სავაჭროდ, ამ დრომდე კი კარგად ვერ ვაჭრობს. ასეთი ტრაგიკომიკური სურათია დღეს ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×