თამთა ჩაჩანიძე
21.07.2022

ოპოზიცია სექტემბრიდან აქციების გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს და როგორც ჩანს საქართველოს პოლიტიკური რეალობა ცხელ ფაზაში გადავა. ანალიტიკოსთა შეფასებით, შემოდგომა ცალსახად პოლიტიკურად ცხელი იქნება, ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერონ დასავლეთის კრიტიკისა და ხალხმრავალი აქციების სახით, ვადამდელი არჩევნების დასანიშნად, თუმცა იმასაც არ გამორიცხავენ, რომ თავად „ქართული ოცნებას" კონტრაქციებს მოაწყობს.

„ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება" და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო." - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" პოლიტიკურად ცხელ შემოიდგომას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ჩვეულებრივი გეგმიური არჩევნებით წარმატებას ვერ აღწევს და ვისაც ქუცაში გასვლა უნდა, ესე იგი „მათ მშვიდობა არ სჭირდებათ".

„მგონია, რომ შემოდგომა პოლიტიკურად ცხელი იქნება. ომი მაშინაა, როცა ეს ვიღაცას სჭირდება, მშვიდობაც არის,მაშინ, როცა ყველა მონაწილეს სჭირდება. თუკი დღეს არიან პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდეთო, ესეიგი მათ მშვიდობა არ სჭირდებათ.

„ისედაც ხომ ვხედავთ, რომ მშვიდობიან მდგომარეობაში ჩვეულებრივი საარჩევნო სისტემით მუშაობისას ისინი გამარჯვებას ვერ აღწევენ და რად უნდათ ეს მშვიდობა?! რა თქმა უნდა, არ უნდათ და ისევ იმ ხავსს ეჭიდებიან, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია",- განაცხადა მან.

როგორც საყვარელიძე ამბობს, ოპოზიციას აწყობს, რომ 12 პუნქტზე მუშაობა ჩავარდეს, რადგან ეს პროტესტის მუხტს უფრო გაზრდის.

„ოპოზიციას უნდა, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით თავიანთი გეგმა დადონ. ეს პრაქტიკულად არშესრულების შედეგი იქნება. ოპოზიციამ დაინახა, რომ საქართველოს ევროპაში შესვლას უამრავი ხალხი გულშემატკივრობს, ასე რომ ევროპამ თუ ჩვენი 12 პუნტი დაიწუნა და თქვა, რომ თქვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მოგანიჭებთ, რადგან ეს პუნქტები შესრულებული არააო, სავარაუიდოა, რომ ქუჩაში ბევრი უკმაყოფილო ხალხი გამოვა.

„ალბათ ოპოზიციისთვის ამ მიზნის მიღწევაა სასურველი. ასე რომ, ოპოზიციისგან იმისკენ ნაბიჯების გადადგმა, რომ პროექტი ჩავრდეს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს გასაკვირი არ უნდა იყოს. უკვე ნახეს, რომ თუ ევროპისგან დაშორებს მოხდება, ხალხის უკმაყოფილობა გაიზრდება," - განაცხადა საყვარელიძემ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით სექტემბრიდან ანტისავრობო აქციები დაიწყება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სტრატეგიისთვის მუშაობას გააძლიერებენ როგორც ერთმანეთთან, ისე მოსახლეობასთან, თუმცაღა არაა გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმაც კონტრაქციები დაიწყოს.

„სექტემბრიდან ანტისახელისუფლებო აქციები მოსალოდნელია, ამის გარდა მგონია, რომ ურთიერთობები გაძლიერდება ოპოზიოციურ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის, რომ ერთობლივი სტრატეგია და ტაქტიკა იქნეს შემუშავებული. ასევე მუშაობას გააქტიურებენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, „ქართული ოცნების" მიმართ დასავლეთის გაძლიერებული კრიტიკა ოპოზიციას გარკვეულ სტიმულს მისცემს.

„ასევე მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ სხვადასხვა რეგიონებში ხალხთან შეხვედრები დაიწყოს, მეორეს მხრივ შესაძლოა „ქართულ ოცნებამაც" თავიანთი მომხრეების მობილიზაცია დაიწყოს და კონტრაქციები გამართოს, ამიტომაც პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა მოსალოდნელი. ხელისუფლების მისამართით დასავლეთის კრიტიკა იზრდება, მეორეს მხრივ ხელისუფლება სულ უფრო აგრესიული ხდება. „ოცნება" აკვირდება თუ მიტინგზე რამდენი ადამიანი გამოვა, 20 ივნისის მერე ცოტა შეშინებული იყო, რადგან 120 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, თავადაც აღიარეს.

„ამიტომაც ხელისუფლებას სხვანაირად უნდა ესაუბრო და ძალა უნდა აჩვენო ხალხის რაოდენობის სახით, მეორეს მხრივ დასავლეთისგან „ოცნების" მისამართით ჯანსაღი და სამართლიანი კრიტიკა გაძლიერდეს, არაა გამორიცხული, რომ აქციების შედეგად მივიდნენ იქამდე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს",- განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×