რეზონანსი
21.07.2022

ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, საქართველომ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა პირველი წუთებიდან გამოუცხადა, თუმცა, საქართველოს ინტერესი არის მთავარი და უმთავრესი.

„ჩვენ, პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ უკრაინას და გული შეგვტკივა იქ მიმდინარე მოვლენებზე. მინდა, კიდევ ერთხელ, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ყოველთვის გაგვიხარდება მათი წარმატება, უკრაინის ხელისუფლების წარმატება. ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნებები და განცხადებები იყო იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ პატრიოტები, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქის ინტერესს, ვიცავთ თქვენს და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, გვინდა, იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის მადლობელია გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, „მაგრამ ეს საკმარისი არაა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ უკრაინას ბევრად მეტი დახმარება უნდა გაუწიოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ ბარბაროსული აგრესიის ფონზე".

მან იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც უკრაინამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ომების დროს გაუწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×