რეზონანსი
21.07.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ხარკოვში მეჩეთის დაბომბვა კლასიკური რუსული ფარისევლობის გამოვლინებაა.

პოდოლიაკის თქმით, ბარბაროსებისთვის წმინდა არაფერი არ არის, რადგან ერთი მხრივ ირანში იარაღის სათხოვნელად არიან ჩასულები, მეორე მხრივ კი მეჩეთს ბომბავენ.

„კლასიკური რუსული ფარისევლობა - ჩახვიდე ქედის მოსახრელად თეირანში, რათა ირანის უმაღლეს ლიდერს, ალი ჰამენეის ცოტაოდენი იარაღი მოსთხოვო მსოფლიოს მეორე ჯარისთვის, პარალელურად კი ხარკოვში მეჩეთი დაბომბო. ბარბაროსებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. მაგრამ გაიგებენ თუ არა ირანში კრემლის მხრიდან უგულებელყოფის ჟესტს?",- განაცხადა პოდოლიაკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×