რეზონანსი
21.07.2022

ჩავუშოღლუ გამოეხმაურა ერაყის ხელისუფლების განცხადებას, რომლის თანახმადაც, თურქეთის იერიშს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რვა მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.

„ჩვენს მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენ არანაირი თავდასხმა მშვიდობიან მცხოვრებლებზე არ განგვიხორციელებია", - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოლღლუმ.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ერაყის მთავრობას მოუწოდა, დაბომბვასთან დაკავშირებით არ გააკეთოს განცხადებები „ტერორისტული ორგანიზაციის რიტორიკისა და პროპაგანდის გავლენის ქვეშ".

„ჩვენ ვიწვევთ ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ, რათა ამ ტრაგიკულ ინციდენტში ნამდვილი დამნაშავეები გამოვლინდნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

20 ივლისს სააგენტო „როიტერმა" ერაყის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში დაჰუკის პროვინციაზე თურქეთის იერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. მედიასაშუალების ცნობით, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ერაყის ქურთისტანის რეგიონისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე საკურორტო ქალაქ ზახოს. ერაყის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა გარდაცვლილი ტურისტი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×