რეზონანსი
21.07.2022

ევროპარლამენტარები ყველა ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ყველა პარტია თანხმდება, რომ ევროპელი დეპუტატების ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ოპოზიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარების არის მოწოდება ერთობლივი მუშაობისკენ.

"ჩვენ გავაცანით ის გამოწვევები და პრობლემა, რასაც ვხედავთ "ქართული ოცნების" გეგმაში, როგორ ასრულებენ ამ 12 პუნქტს და რამდენი პრობლემაა, როდესაც დეკლარირებულია პროცესი, მაგრამ შინაარსი არ ახლავს ამ პროცესს. მათი პოზიცია იყო, რომ იმდენად ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის და იმდენად გულშემატკივრობენ ისინი საქართველოს, მიუხედავად გამოწვევებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ სამუშაო ჯგუფებში და პროცესში", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

"ცალსახად გვითხრეს, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ამ პროცესს და არ უნდა მისცეს "ქართულ ოცნებას" არგუმენტი ისევ ოპოზიციის საწინააღმდეგო. ამომრჩეველთა კეკლუცობას როგორ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესი?!" - განაცხადა "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა.

რუსთავი2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×