რეზონანსი
20.07.2022

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთს, რუსეთსა და ირანს, როგორც ასტანის სამშვიდობო პროცესის ფორმატში გარანტორ ქვეყნებს, აქვთ გარკვეული განსხვავებები თავიანთ მოსაზრებებში სირიის კრიზისის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სამივე ქვეყანას საერთო მიზანი აქვს - ტერორიზმთან ბრძოლა.

თურქეთს სურს, რომ რუსეთმა და ირანმა მხარი დაუჭირონ ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„ჩვენ გარდაუვლად ვერთიანდებით PKK/PYD/YPG-ის ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ტერორიზმის საკითხზე. უფრო მეტიც, სწორედ ეს პრობლემა აყენებს სირიის რეჟიმს ყველაზე დიდ ზიანს. ამჟამად ტერორისტული ორგანიზაცია შთანთქავს და იყენებს ნავთობის ჭაბურღილებს, განსაკუთრებით ევფრატის აღმოსავლეთით", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×