რეზონანსი
20.07.2022

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის მორიგ დაბომბვას დღეს, 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 წლის ბიჭი - დაჭრილია მისი 15 წლის და. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 72 წლის ქალს.

ინფორმაციას  ამის შესახებ ხარკივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იდგნენ და ოკუპანტებმა იერიში სწორედ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება დაბომბვის შემდეგ ფოტოები, სადაც ასახულია მამა, რომელიც 13 წლის შვილის ცხედართანაა დაჩოქილი, მისი ხელი უჭირავს და მას ლოცვებს უკითხავს. როგორც უკრაინულ ტელეგრამ არხებზე წერენ, თითქმის მთელი 2 საათის განმავლობაში მასთან ერთად იყო პოლიციელიც, რომელიც შვილმკვდარ მამას ანუგეშებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×