რეზონანსი
20.07.2022

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და დიდი ოდენობით თანხა მიითვისა.

"სკოლამ აღმოაჩინა ეს ფაქტი, მიმართა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტს, მათ გადასცეს პროკურატურას. ამ წუთშიც მიმდინარეობს გამოძიება. სხვა რამეს ვერ გეტყვით," - განაცხადა ქუთაისის 22–ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ელბაქიძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით, სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 166 000 ლარი მიითვისა.

ადვოკატის ცნობით, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. 

წყარო: „რუსთავი 2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×