რეზონანსი
19.07.2022

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ სლავიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი „ტელეგრამზე“ იუწყება.

„სამწუხაროდ, სლავიანსკი კვლავ დაიბომბა. ოთხი აფეთქება. ბევრი სახლი დაზიანდა, ხალხი ნანგრევებშია, მათი რიცხვი 300-მდეა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლიახმა ვიდეომიმართვაში.

მან შემთხვევის ადგილიდან ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელა.

ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის შესახებ მონაცემები და ნგრევის მოცულობა ზუსტდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×