რეზონანსი
19.07.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით, მეტი სიფრთხილე და სიცხადეა საჭირო.

„თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. ის, რაც ჩვენ მოსამართლისგან მოვისმინეთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიდეს. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიცხადე შეტანილი არ არის. ამიტომ, ვნახოთ, ალბათ, განმარტებები იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×