რეზონანსი
19.07.2022

„დღეს ჩვენ ოპოზიციას უკრაინულ მოდელს შევთავაზებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა დეოლიგარქიზაციის საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე.

მან უკრაინული მოდელის ის კრიტერიუმები დაასახელა, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, პირი ოლიგარქად მიიჩნევა.

„ამ [უკრაინული] კანონით, ოთხი ძირითადი კრიტერიუმია განსაზღვრული, რათა პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული. ესენია: მედიაზე ზეგავლენა; შესაბამისი რაოდენობის თანხა, რომელიც გამოითვლება პრინციპით - საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე; მესამე საკითხი პოლიტიკაში ჩარევას უკავშირდება და მეოთხე არის მონოპოლისტური საქმიანობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს დეოლიგარქიზაციის საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება. სამუშაო ჯგუფებს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„დეოლიგარქიზაციის ერთგულება, რომელიც მიღწეული უნდა იყოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით“ - ასეთია ევროკომისიის რეკომენდაციის მეხუთე პუნქტის ჩანაწერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×