რეზონანსი
19.07.2022

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ფაჩულია ბიძინა ივანიშვილზე, როგორც დიდ ქველმოქმედზე საუბრობს:

“ძალიან დიდ ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ვინმემ ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი მაინც დამისახელოს, ერთი კი არა, მთლიანად ოპოზიცია რომ შევყაროთ, რა გაუკეთებიათ იმისდამაგვარი ერთი საქციელი თუნდაც, რაც გააკეთა დიდმა ქველმოქმედმა. ვეებერთელა წიგნი დევს მისი ქველმოქმედების, აქედან გამომდინარე შემიძლია მასზე ვისაუბრო. ვისაუბრო ჩემს თეატრზე, თუ რა გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს, რა ათეული თეატრი აუღორძინებია, გაუკეთებია, შეუქმნია მისი ქველმოქმედებით, თორემ ისინი არ იარსებებდნენ. მე ამიტომ ვცემ ბატონ  ბიძინას, დიდ პატივს, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ მას უყვარს მისი ქვეყანა, საქართველო. 

ძალიან დიდი ხნის წინ, დაახლოებით 30 წლის წინ მქონდა მასთან საუბარი, იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი გააკეთა და არ შემიძლია ეს არ დავინახო. ოპოზიცია ვერაფერ ვერ ხედავს, მე ამ თვალით ვუყურებ, რა გაუკეთებია რუსთაველის თეატრისთვის, გასტროლებისთვის, ისტორიული შენობისთვის, თუნდაც ჩემი კოლეგებისთვის, რამდენის სიცოცხლე შეინარჩუნა, სპორტსმენებისთვის, მეცნიერებისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ბევრი მოქალაქე ამბობს, ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, შენ მიდი უთხარი, როგორ მივიდეს? ეს უკვე აღარ ვიცი როგორ მივიდეს, მაგრამ მას იმდენად ბევრი ადამიანური თვისება აქვს, რომ დაგინახოს და შენ რაღაც შესჩივლო, ნამდვილად გააკეთებს. მას უჭირავს ჯადოსნური ჯოხი და ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს ამ ჯოხით. მე ნუ გამკიცხავთ, რომ მას ამ თვალით ვუყურებ. მე მაქვს ჩემი სიმართლე. ასეთი ქველმოქმედი არასოდეს ეყოლება და არც ჰყოლია ჩვენს ქვეყანას”, – ამბობს მსახიობი  გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×