რეზონანსი
18.07.2022

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ახალი შეთანხმების გაფორმების მიზნით იმყოფება.

„დღეს მე ვარ აზერბაიჯანში, რათა ხელი მოვაწერო ახალ ხელშეკრულებას. ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელში გაორმაგდეს", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირის გადამწყვეტი მნიშვნელობის პარტნიორი იქნება.

„აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მიწოდების უსაფრთხოებისთვის და კლიმატის ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე", - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

ცნობისათვის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×