რეზონანსი
18.07.2022

ევროკავშირში უკრაინის შეიარაღებისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ევროპა აგრძელებს მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ფასეულობების დაცვას. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინისთვის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა ამჟამად 2.5 მილიარდი ევროს შეადგენს", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერში".

გადაწყვეტილებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება და აცხადებს, რომ სამხედრო აღჭურვილობით ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

„რაც უფრო მალე შევაჩერებთ რუს ტერორისტებს, მით უფრო მალე დამყარდება მშვიდობა ევროპაში!"- აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×