რეზონანსი
18.07.2022

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე სესია პლენარული სხდომით უნდა გაიხსნას, თუმცა, სხდომისთვის განსახილველად წარმოდგენილი საკითხებს ვერ განიხილავენ, რადგან როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მათ საკომიტეტო მოსმენა გავლილი არ აქვთ.

„რიგგარეშე სესია შეიძლება მოწვეულ იქნას პარლამენტის წევრების გარკვეული რაოდენობის მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტის მხრიდან, სავარაუდო დღის წესრიგს აყენებს სწორედ დეპუტატების ჯგუფი. იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია გაიხსნას, საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა და ამით იხსნება რიგგარეშე სესია. პლენარული სხდომისთვის აუცილებელია ჰქონდეს მას განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, ამის გარეშე პლენარული სხდომა ვერ დაიწყება. განსახილველად წარმოდგენილი 4 საკითხიდან შევთანხმდით, რომ არც ერთზე არც კი გვაქვს უფლება, ჩავსვათ პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რადგან არც ერთზე არ არის წამყვანი კომიტეტის დასკვნა, არც ერთს არ აქვს გავლილი საკომიტეტო მოსმენა, შესაბამისად, თქვენ ამით პრეზიდენტიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ, რადგან ფაქტი არის და კაზუსი მდგომარეობს იმაში, რომ დანიშნულია რიგგარეშე სესია, რომლის გახსნასაც სჭირდება პლენარული სხდომა, პლენარულ სხდომას სჭირდება დღის წესრიგი და საკითხები, რაც დააყენეთ, ვერ მოხვდება ამ დღის წესრიგში. ეს არის ის წრე, რომელიც იკვრება. პრეზიდენტიც ჩააყენეთ უხერხულ მდგომარეობაში, რადგან დანიშნულია (სესია), მაგრამ ვერ შედგება, რადგან სხდომას დღის წესრიგი არ აქვს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×