რეზონანსი
18.07.2022

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განსასჯელის საკამიდან სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოსო გოგაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ციხეში ჯაჯუშის მხილების გამო გაუშვეს.

"ვამხილე ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა" - უთხრა სოსო გოგაშვილმა მოსამართლეს და დასძინა, რომ აგენტების გამოვლენა მისი კონსტიტუციური უფლება იყო.

სოსო გოგაშვილი წელიწადნახევრის წინ ჩაწერილ ინტერვიუში რუსეთის მოქალაქებისის ხსენების გამო დააკავეს. საქმე ეხება "ტვ პირველის" შაბათის ეთერისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც სუს-ის ყოფილ უფროსის მოადგილეს ნოდარ მელაძემ კითხვა საპატრიარქოში არსებულ რუსულ გავლენებზე დაუსვა და კონკრეტული ადამიანების გვარები დაუსახელა, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და საპატრიარქოს სტუმრობდნენ.

"პირველების" ინფორმაციით, კონსტანტინ რომანოვსკი და დავით აბრამია საქართველოში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მაღალი იერარქების რეიტინგებს იკვლევდნენ.

წყარო: „tvpirveli"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×