რეზონანსი
18.07.2022

ოთარ შამუგიამ მოსახლეობას აშშ-ში ვიზიტის შედეგები გააცნო. ამ თემაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდა იყო.

„ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გავზარდოთ მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის წარმოება და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით მხარდაჭერა გვექნება. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში ჩვენთან შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ხორბლის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა, რაც მოგვცემს ინფორმაციას თუ რა საჭიროებები არსებობს ამ მიმართულებით და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×