რეზონანსი
18.07.2022

ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის საკითხზე, მისი უწყების მიერ დაწყებული გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დაწყების საფუძველი ოჯახის მიმართვა გახდა.

„გამოძიება დაიწყო გუშინ, საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილის ბე ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება იქ ჩატარებული ღონისძიების დროს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზე. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებებთან დაკავშირებით," - განაცხადა კაციტაძემ.

ცნობისათვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×