რეზონანსი
17.07.2022

შედგება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია, - ეს ხვალ გაირკვევა. საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღონ. რიგგარეშე სხდომა გახსნილად, რომ გამოცხადდეს, მას 76 დეპუტატი მაინც უნდა ესწრებოდეს.

„არ ველოდები „ქართული ოცნებისგან", რომ ხვალ ბიუროს ჩაატარებენ და კვორუმი იქნება, ან სესიაზე შექმნიან კვორუმს. რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებენ, რომ არ შეასრულონ ვალდებულებები, ევროკავშირის რეკომენდაციები. მათ არ სჭირდებათ ამ რეკომენდაციების შესრულება, რადგან პროცესის ინტეგრაცია არ უნდათ. ეძებენ არა საშუალებას, რომ შევიდეთ [ევროკავშირში] არამედ, ეძებენ მიზეზებს, რომ გვითხრან უარი ამ ინტეგრაციის პროცესზე", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საკითხის კომენტირებისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×