რეზონანსი
17.07.2022

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის 50 ათასი მებრძოლი დაიღუპა ან დაშავდა.

„გარდიანის" ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ტონი რადაკინმა ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დაკარგა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მატებს აბსოლუტურ თავდაჯერებულობას, რომ ისინი ამ ომში გაიმარჯვებენ.

„მათ აბსოლუტურად ცხადად ესმით, რომ გეგმავენ მთელი ტერიტორიის დაბრუნებას უკრაინის ფაგლებში და ხედავენ, რომ რუსეთს აქვს სირთულეები - რუსეთს, რომელმაც, ჩვენი შეფასებით, დაკარგა სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობების 30%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში 50 000 რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, რუსეთის კუთვნილი თითქმის 1 700 ტანკი და 4 000 ჯავშანტრანსპორტი განადგურდა", - განაცხადა რადაკინმა.

რადაკინის თქმით, აგრესორი ამ კონფლიქტში რუსეთია, რომელიც დანაკარგების გამო, ახლა ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა.

„რუსეთმა დაიწყო შეჭრა მთელი უკრაინის ხელში ჩაგდების ამბიციებით. რუსეთს ჰქონდა ამბიციები, ერთ თვეში აეღო დიდი ქალაქები. რუსეთს ჰქონდა მისწრაფებები, დაეთესა განხეთქილება და მოეხდინა ზეწოლა ნატო-ზე. რუსეთი წარმოადგენს გამოწვევას მსოფლიო წესრიგისთვის, რუსეთი მარცხდება ყველა ამ მისწრაფებაში, რუსეთი ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ეს იყო თებერვლის დასაწყისში", - განაცხადა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×