რეზონანსი
17.07.2022

რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი, ბოლო დღის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

24 თებერვლიდან 17 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 38 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1684 ტანკი, 3879 ჯავშანტექნიკა, 846 საარტილერიო სისტემა, 248 ზალპური სარაკეტო სისტემა, 110 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 688 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 166 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2746 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 68 ერთეული სპეცტექნიკა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×