რეზონანსი
16.07.2022

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თქვენს არხებზეც იყო, საპარტიარქოს რომ უსმენდნენ...",- განმარტავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

გარდა ამისა, მან საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისსა და კახეთში.

„საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც - სასტუმროშიც და სახლშიც. გადააატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს. ფილმში მგონია თავი გუშინდელი დღის მერე",- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×