რეზონანსი
15.07.2022

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე მისი სასიკვდილო თავდასხმების განზრახ ესკალაციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს სისტემა ჩვენს ქვეყანაში ყველა საჰაერო თავდასხმისა და სხვა თავდასხმების მონიტორინგისა და თვალყურის დევნებისთვის და ბოლო დროს შევამჩნიეთ, რომ არის ტენდენცია, უფრო და უფრო მეტი სამოქალაქო სამიზნეების განადგურებისკენ. მათ გადაწყვიტეს მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება. ეს არ არის ჩემი ემოციები, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი მონიტორინგი გვეუბნება", - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვი ვარაუდობს, რომ ზოგიერთი თავდასხმა, მათ შორის, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის კიევში ვიზიტის დროს, გამოიყურებოდა, როგორც დაუმორჩილებლობის გზავნილის გადაცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×