რეზონანსი
15.07.2022

დღეს ჩვენ პირველ წარმატებას მივაღწიეთ, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ თავისი შედეგი გამოიღო, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რიგგარეშე სესიას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას ხელი არ უნდა შეუშალოს და 18 ივლისს სხდომაზე უნდა გამოცხადდნენ.

„მგონია, რომ რაღაც ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, ისეთ ნაბიჯებს დგამენ და ისე მოქმედებენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი, მათგან განსხვავებით ჩვენ დეპოლარიზებისთვის და 12 პუნქტის შესრულებისთვის ისე როგორც გვჩვევია საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯი გადავდგით. ორშაბათს მათ უბრალოდ ხელი არ უნდა შეგვიშალონ. როგორ შეუძლიათ ხელი შეგვიშალონ? ბიუროზე არ გამოცხადდნენ და შატალოზე წავიდნენ, სესიაზე არ მოვიდნენ, კომიტეტები არ ჩაატარონ, შეიძლება კარიც დაკეტილი დაგვხვდეს, რა ვიცი მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ყველაზე საინტერესო იყო ბატონი ოხანაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას შოუშიო, ე.ი. ოფიციალური რიგგარეშე სესია, პარლამენტის ხდომა, ბიუროს სხდომა, საკომიტეტო კანონშემოქმედებითი საქმიანობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის არის შოუ და პარლამენტის თავმჯდომარესთან და დიტო სამხარაძესთან ერთად რომ იკრიბება და გვეძახის, დეპოლარიზების კომისია შევქმენიო, ეგ არის საქმის კეთება?", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს რა პროცესსაც ჩვენ გავდივართ, ეს არის ლუსტრაციის კასკადი და ყოველდღიურად ფარდა ეხდება „ქართულ ოცნებას" როგორც პროპუტინისტურ ძალას.

„მე გეუბნებოდით, რომ მოხდებოდა „ქართული ოცნების" სრული ლუსტრაცია, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. გზა, რომელიც მათ აირჩიეს 19 აპრილის შეთანხმების ანულირებიდან, შემდგომ უკრაინა -რუსეთის ომში რუსეთის მხარდაჭერით, ეს არის ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური გზა. შესაბამისად დღეს რა პროცესსაც ჩვენ გავდივართ, ეს არის ლუსტრაციის კასკადი, ყოველდღიურად ფარდა ეხდება „ქართულ ოცნებას" როგორც პროპუტინისტურ ძალას, რომელიც გულწრფელად რუსეთის მხარესაა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×