რეზონანსი
15.07.2022

უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, მოაწყოს უსაფრთხო დერეფანი დონეცკის ოლქის სვიატოგორსკის ლავრის ტერიტორიიდან 600 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციისთვის - ამის შესახებ BBC უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, უკრაინა რუსეთს სთხოვს, არ ისროლონ სვიატოგორსკის ლავრაში და ხალხს ევაკუაციის საშუალება მისცენ

უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსული ჯარები აგრძელებენ სვიატოგორსკის ლავრის დაბომბვას, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მათთან ერთად, ადგილზე ბერები, სხვადასხვა წოდების სასულიერო პირები და მომლოცველები იმყოფებიან.

ცნობისთვის, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური სალოცავი, სვიატოგორსკის ლავრა, არაერთხელ დაიბომბა რუსეთის მიერ, ხალხი დაიხოცა. დაზიანდა მონასტრის შენობები. ლავრა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.

ქალაქი სვიატოგორსკი რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშაა, ხოლო ლავრა მდებარეობს ქალაქგარეთ, მდინარე სევერსკი დონეცის ნაპირზე, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მონასტერი დგას მთის ქვეშ, რომელიც აქტიურად იბომბება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×