რეზონანსი
15.07.2022

„ქართული ოცნების" დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციამ ევროკავშირს და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას ბოიკოტი გამოუცხადა.

მისთვის პრეზიდენტის მხრიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხი გაუგებარია და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე უკვე დაიწყო მუშაობა, რაშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს.

„მგონი საზოგადოებისთვის, მათ შორის პრეზიდენტისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ როდესაც კომიტეტის სხდომები ჩავატარეთ, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია კომიტეტის სხდომაზე არ მოვიდა. ამ დროს დაანონსებული ჰქონდათ, რომ უნდოდათ რიგგარეშე სესიის მოწვევა, თუმცა, საკითხები არც კი ჰქონდათ წარმოდგენილი. ჩვენ ვთვლით, რომ არანაირი საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, საკითხი გავლილი იყოს კომიტეტის სხდომაზე და ახლა საჭიროებდეს სესიის მოწვევას. პროცედურულად არის აბსოლუტურად არასწორი, რადგან ამ სესიაზე არ არსებობს საკითხი, რომელიც გავლილი აქვს საკომიტეტო სხდომას, შესაბამისად, ვერ გავა ისეთი საკითხი სესიაზე, რომელიც ჯერ კომიტეტზე არ განხილულა.

მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის მოწოდებას, რომ ახლა პარლამენტში თითქოს საჭიროა, რომ იყოს პარლამენტის წევრების შეკრება, რიგგარეშე სესია ამისთვის საჭირო არ არის. კარგი იქნებოდა ამას თუ გადახედავდა პრეზიდენტი და ამის მერე მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. იმ კითხვებზე პასუხი, რასაც ჩვენ ვსვამთ, არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას და როგორც აღმოჩნდა არც პრეზიდენტს.

აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადება არის გაკეთებული პრეზიდენტის მხრიდან, ვიდრე რეალობა. ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის საკომიტეტო და სამუშაო ჯგუფებში, სადაც ოპოზიცია არ დადის. ფაქტობრივად, ბოიკოტს უცხადებს 12-პუნქტიან რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა შემოიტანა. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, რომ ერთიანად უნდა მოვახდინოთ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, არ საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია კომიტეტის სხდომებზე არ დადის და ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, პირიქით, საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×