რეზონანსი
15.07.2022

ევროკავშირის სანქციები მკაცრი და ძლიერია - რუსეთისთვის სანქციების მეშვიდე პაკეტი შეთანხმდა, რომელიც რუსულ ოქროზე ემბარგოსა და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებას ითვალისწინებს.

გამოვდივართ შეთავაზებით, რომ გავამკაცროთ მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ და გავაგრძელოთ 2023 წლის იანვრამდე. რუსეთმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"ევროკავშირის სანქციები მკაცრი და ძლიერია. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას და დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის "დიდი შვიდეულის" წევრებთან. ამ ზომებთან ერთად ასევე საბჭოს წარვუდგენ ინიციატივას სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირებისა და კომპანიების შეყვანის შესახებ, მათი ანგარიშების გაყინვით და მოგზაურობის შეზღუდვით", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა

აღნიშნული სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი ევროკომისიამ უნდა განიხილოს და შემდგომ, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×