რეზონანსი
15.07.2022

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

კერძოდ, ოხანაშვილმა შეაფასა ჩხიკვაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც მოსამართლე ამბობს: „გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა".

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს მნისვნელოვანი საკითხია და გარკვევა სჭირდება.

„როდესაც ასეთ საკითხზე საუბრობს მოსამართლე, რომელიც უზრუნველყოფილია მთელი რიგი კონსტიტუციური გარანტიებით და სვამს კონკრეტულ კითხვის ნიშანს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. ამიტომ გასარკვევია, ვინმეს მხრიდან თვითნებობას ხომ არ ჰქონდა ადგილი და ქალბატონმა ელჩმა ამაზე ისაუბრა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება. ამიტომ ზოგადად, ეს საკითხი გასარკვევია. შეიძლება, ჩვენც უბრალოდ არასაჯაროდ ამ საკითხებზე მოვისმინოთ კონკრეტული მოსაზრებები. ასე რომ, საკითხს, რა თქმა უნდა, დასჭირდება მეტი განმარტება და გარკვევა, კონკრეტული ცალკეული პირების მხრიდან საელჩოს მიღმა შემთხვევით ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე ტიპის თვითნებობას. ეს უნდა გაირკვეს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. როგორც დეგნანმა განაცხადა: „ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×