რეზონანსი
15.07.2022

შემ­თხვე­ვა, რო­მელ­ზეც გოგა ბარ­ბა­ქა­ძემ ისა­უბ­რა, 2019 წელს მოხ­და. მა­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსა­ხი­ო­ბის ძმა რეზი ნა­ცა­რიშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პი­რის ერ­მი­ლე ნემ­სა­ძის ჯგუ­ფურ ცე­მა­სა და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 5 ათა­სი ლა­რის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გოგა ამ­ბობს, რომ მისი ძმა ამ საქ­მე­ში გა­მარ­თლდა და ოჯახს თან­ხა უკან და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა ფაქ­ტი ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ერ­მი­ლე ნემ­სა­ძე მის მე­უღ­ლეს, მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძეს აბ­რა­ლებ­და, რომ ქალი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ფიქ­ტი­უ­რად იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სის სა­ხით გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ერი­ცხე­ბო­და...

„გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვი თურ­ქეთ­ში და იმ პე­რი­ოდ­ში ჩემს ცოლს და­აბ­რა­ლა ერთ-ერ­თმა ადა­მი­ან­მა, რომ ვი­თომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, თან ჩინი ჰქონ­და. ვი­დეო ჩა­წე­რა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ დროს მა­ი­ამ ისიც არ იცო­და, სად იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა. ერთხელ რომ გა­ვი­ა­რეთ, ვუ­თხა­რი, აი, ეს არის შენი სამ­სა­ხუ­რი, იცო­დე-მეთ­ქი. ეს იყო ერთ-ერთი ამ­ბა­ვი, რო­დე­საც გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ამ ადა­მი­ანს არც ვიც­ნობ­დი, მინ­დო­და შევ­ხვედ­რო­დი და მეთ­ქვა, რომ ვი­ღა­ცამ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. თემა იყო ის, რომ ვი­თომ მაია გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო თავ­დაც­ვა­ში და იქი­დან იღებ­და ფულს. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­ღა­ცას მი­ამ­სგავ­სა. ბევ­რჯერ მივ­წე­რეთ, შემ­დეგ იმ გო­გო­მაც მი­წე­რა, მე ვარ ფო­ტო­ზე, არ არის მისი მე­უღ­ლე და და­ა­ნე­ბეთ თა­ვიო, მაგ­რამ მა­ინც არ გა­ჩერ­და. შემ­დეგ ამ ადა­მი­ან­მა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა, რომ ვა­ვიწ­რო­ვებ­დით. ამ ამ­ბის გამო ჩემი ძმა კი­ნა­ღამ და­ი­ჭი­რეს.

შემ­თხვე­ვა სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში მოხ­და, სა­დაც ჩემი ძმა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ­ჯი­შობ­და და ეს კა­ციც იქ აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ, ვუ­თხა­რი, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ, სა­ნამ მე არ მი­ვი­დო­დი, მას­თან ჩემი სათ­ქმე­ლი მქონ­და. ხელი არა­ვის და­ურ­ტყამს, ჩა­ცუც­ქუ­ლი იყო და უბ­რა­ლოდ ხელი ვკა­რი, რომ ჩემს ძმას არ მი­ახ­ლო­ვე­ბო­და და თავი მი­არ­ტყა. ჩა­ნა­წე­რე­ბიც არის. შემ­დეგ ჩემს ძმას იჭერ­დნენ, რომ ვი­თომ თავს და­ვეს­ხით.

5 ათა­სი ლარი გი­რაო გა­და­ვი­ხა­დეთ, რომ ჩემი ძმა არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, სა­ნამ საქ­მე ძი­ე­ბა­ში იყო. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მარ­თლა და თან­ხა დაგ­ვიბ­რუნ­და, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ხომ იყო სა­ნერ­ვი­უ­ლო. წა­ვი­და მერე ის ადა­მი­ა­ნი და საფ­რან­გეთ­ში მი­ი­ღო თავ­შე­სა­ფა­რი, რო­გორც ჩემ­გან შე­ვიწ­რო­ვე­ბულ­მა. მოკ­ლედ, თუ ვინ­მეს უნდა, პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ვა­კე­თებ ხუ­თი­ან­ზე", - განაცხადა გოგა ბარბაქაძემ „სხვა კითხვებში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×