რეზონანსი
07.07.2022

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ომისგან გამოწვეული ინფლაციიდან გამოსავალი მშვიდობაა.

„უნგრეთისა და ევროპის საზღვრებზე ომია. ომის შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის ინფლაცია ხელახლა გაჩნდა. ენერგიის ფასები მკვეთრად იზრდება და ეს ასუსტებს ევროპას. ომმა და სანქციებმა ერთად განაპირობა ის, რომ დღეს ევროპისთვის ყველაზე ძვირადღირებული რამ არის ენერგია. ამიტომ, ევრო დოლართან მიმართებით სუსტდება. ომში საკითხი არ არის ენერგიის ფასი, არამედ იქნება თუ არა გაზი, ნავთობი და ენერგია. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. უნგრეთის პოზიცია თავიდანვე ნათელია: ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ამას ევროპულ ფორუმებზე", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×