რეზონანსი
29.11.2026

ერთ წლამდე ასაკის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსები რამდენიმე საათს იბრძოდნენ.

ურთულესი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის კლინიკის ბავშვთა ქირურგის გოგა ბახტაძის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში დაგვიანებით შეიყვანეს.

„დაგვიანებული მომართვის ფონზე, ბავშვს მძიმე პერიტონიტი და სეფსისი ჰქონდა დაწყებული. კვლევებმა მუცლის ღრუში უცხო სხეულის არსებობა დაადასტურა. კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქირურგიული ჩარევა გადავწყვიტეთ.

სიცოცხლისთვის საშიში გართულებების მიზეზი აღმოჩნდა 20 მაგნიტი, რომლებიც ბავშვს სხვადასხვა დროს ჰქონდა გადაყლაპული.

„ეს იყო უკიდურესად რთული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. დღეისათვის ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია და კლინიკიდან გაეწერება"- თქვა ბახტაძემ " პრაიმტაიმთან".

ჩვეულებრივი მცირე ზომის უცხო სხეულისგან განსხვავებით, მაგნიტები ერთმანეთისკენ მიიზიდება მაშინაც კი, როდესაც ისინი ნაწლავის სხვადასხვა მარყუჟშია მოთავსებული.ამ დროს ნაწლავის კედლები მაგნიტებს შორის მოექცევა და სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას იწვევს.

წყარო: პრაიმტიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×