
ცნობილია ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. გარდაცვლილი სოფელ ქისტაურის მკვიდრი 32 წლის აჩიკო მელქუაშვილია.
ავტოსაგზაო შემთხვევა, დღეს სოფელ ქისტაურში მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც აჩიკო მელქუაშვილი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა.
როგორც გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი "ამბებთან" ჰყვება, გარდაცვლილი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. დაშავებულები კი მეორე მანქანაში ისხდნენ.
"ვერ ვიჯერებ ჯერ კიდევ. ისეთი კარგი აღზრდილი ბიჭი იყო, ისეთი ადამიანი. ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო" - თქვა გარდაცვლილის მეზობელმა.
აჩიკო მელქუაშვილი სოფლის მეურნეობას ეწეოდა. მას მეუღლე და შვილები არ ჰყავდა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე