რეზონანსი
27.11.2026

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვილ­მა მამა მოკ­ლა.

იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჯერ ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა, შემ­დეგ კი ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­მას ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნეს.

“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ცხელ კვალ­ზე, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×