რეზონანსი
27.11.2026

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან თავისი ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიცვა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ მეგობრობას „უცნაური“ უწოდა და მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის დიქტატორ ადოლფ ჰიტლერთან მეგობრობას შეადარა.

ხუთშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას - იმავე დღეს, როდესაც BBC-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ზელენსკისთან, სადაც უკრაინის ლიდერმა პუტინს „აგრესორი და მკვლელი“ უწოდა - ტრამპმა განაცხადა:

ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვსურს. გვსურს, შეწყდეს მკვლელობები. შემიძლია შევიდე და ვთქვა: „მე შენ არ მომწონხარ!“ და მაშინ ზუსტად იგივე პრობლემა გვექნება, რაც ზელენსკისა და პუტინს შორის გვაქვს. ამ კონფლიქტის მოგვარების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საქმე გვაქვს ორ ლიდერთან, რომლებსაც ერთმანეთი მართლა სძულთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×