რეზონანსი
27.11.2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრისას რუსეთის მიერ გამოხატულ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ყველანაირი ლოგიკიდან ამოვარდნილია, როცა რუსული მხარე, ერთი მხრივ, უარგუმენტოდ ასანქცირებს ქართულ პროდუქციას, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტების დამეგობრების სურვილის გამოთქვამს.

მაჭავარიანის განცხადებით, ამგვარი ქმედებები დაასუსტებს „ქართულ ოცნებას“ და დამატებით ჟანგბადს მიაწვდის ოპოზიციას, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მისივე თქმით, მმართველ გუნდი ამ არათანმიმდევრული მიდგომის გადახედვას ელის.

„ეს დამოკიდებულება არის ძალიან არათანმიმდევრული, ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან - არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დაასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ, ამბობ, რომ უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ. თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, უნდა დასუსტდეს „ქართული ოცნება“ და უნდა მიეცეს დამატებითი ჟანგბადი აგენტურულ ოპოზიციას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენ ველით, რომ ეს არათანმიმდევრული მიდგომა გადაიხედება და კითხვებზე პასუხი იქნება გაცემული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×