რეზონანსი
26.11.2026

ინფლუ­ენ­სერ­მა მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვლმა ტე­ლე­წამ­ყვანებს გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს და თამაზას უჩივ­ლა. საქ­მე ეხე­ბა გა­და­ცე­მა "სარ­კას­ტი­კა­ში" წამ­ყვა­ნის მიერ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით. მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ გა­და­ცე­მა "სარ­კას­ტი­კა­ში" სტუმ­რო­ბი­სას მას სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებ­დნენ. პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უკვე შედ­გა.

გიორგი ნაზღაიძის თქმით, მერსი სულხანიშვილმა გადაცემის ორივე წამყვანის წინააღმდეგ სარჩელი ცალ-ცალკე შეიტანა:

"თამაზის დამოუკიდებლად, ცალკე უჩივის და აზრი ის არის, რომ გადაცემაში ჩვენ სექსუალურად, სიტყვიერი სექსუალურობით თუ რაღაცით ვიძალადეთ მერსი სულხანიშვილზე, ორივე წამყვანმა. ცალ-ცალკე სასამართლო პროცესები ჩაგვიტარდება. 

საუბარია იმაზე, რომ აი, ძუძუები რომ აქვს გაკეთებულიო, ამ ძუძუებზე რომ ვკითხეთ, რომ გაკეთებული გაქვს და ვისთვის გაიკეთე და ამხელა ძუძუ რატომ გაიკეთე და... თვითონ რა თემებითაც მოვიდა, იმ თემების გარშემო ვსაუბრობდით... ახლა საქმის მასალებს გავეცანი, იქ წერია, რომ არ იცოდა გადაცემის ფორმატი. ფორმატი ძალიან კარგად იცოდა, თავიდან გადაცემაშიც აღნიშნა, რომ ვიცი, თქვენს ფორმატს ვუყურებ, მუდმივად ვუყურებ ამ გადაცემასო... 

დღეს გადავადებინე პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ არ მეცალა, გუშინ გადაცემის ჩაწერა მქონდა და უბრალოდ, გამოვითხოვე საქმის მასალები და ორშაბათს იქნება სასამართლო ჩემი და სამშაბათს თამაზასი. თვითონ არ იყო სასამართლო პროცესზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა" - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×