
ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვლმა ტელეწამყვანებს გიორგი ნაზღაიძეს და თამაზას უჩივლა. საქმე ეხება გადაცემა "სარკასტიკაში" წამყვანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. არსებული ინფორმაციით. მერსი სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას მას სექსუალურად ავიწროებდნენ. პირველი სასამართლო პროცესი უკვე შედგა.
გიორგი ნაზღაიძის თქმით, მერსი სულხანიშვილმა გადაცემის ორივე წამყვანის წინააღმდეგ სარჩელი ცალ-ცალკე შეიტანა:
"თამაზის დამოუკიდებლად, ცალკე უჩივის და აზრი ის არის, რომ გადაცემაში ჩვენ სექსუალურად, სიტყვიერი სექსუალურობით თუ რაღაცით ვიძალადეთ მერსი სულხანიშვილზე, ორივე წამყვანმა. ცალ-ცალკე სასამართლო პროცესები ჩაგვიტარდება.
საუბარია იმაზე, რომ აი, ძუძუები რომ აქვს გაკეთებულიო, ამ ძუძუებზე რომ ვკითხეთ, რომ გაკეთებული გაქვს და ვისთვის გაიკეთე და ამხელა ძუძუ რატომ გაიკეთე და... თვითონ რა თემებითაც მოვიდა, იმ თემების გარშემო ვსაუბრობდით... ახლა საქმის მასალებს გავეცანი, იქ წერია, რომ არ იცოდა გადაცემის ფორმატი. ფორმატი ძალიან კარგად იცოდა, თავიდან გადაცემაშიც აღნიშნა, რომ ვიცი, თქვენს ფორმატს ვუყურებ, მუდმივად ვუყურებ ამ გადაცემასო...
დღეს გადავადებინე პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ არ მეცალა, გუშინ გადაცემის ჩაწერა მქონდა და უბრალოდ, გამოვითხოვე საქმის მასალები და ორშაბათს იქნება სასამართლო ჩემი და სამშაბათს თამაზასი. თვითონ არ იყო სასამართლო პროცესზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა" - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე